დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ "ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აღნიშნული კანონით ან ბრძანებით "გრემის კანონის“ 112-ე და 113-ე მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტარიფის გამოყენებას ვაჩერებ. კონგრესს წარვუდგინე ცნობა, რომ მსგავსი გამონაკლისი აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.
"ლინდსი გრემის კანონის“ თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს სანქციები და ტარიფები ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში, 18 ოქტომბრამდე უნდა დაეწესებინა.
კანონი, რომლის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი ("რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი ("დემოკრატიული პარტია“) არიან, რუსულ საქონელზე 500%-იანი ტარიფების, ასევე, რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთი ყველაზე დიდი იმპორტიორისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.