ავტორი:

გმირი მასწავლებელი, რომელმაც აშშ-ის სკოლაში თავდამსხმელი შეაჩერა - "მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა"

გმირი მასწავლებელი, რომელმაც აშშ-ის სკოლაში თავდამსხმელი შეაჩერა - "მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა"

აშშ-ის ორეგონის შტატის დაწყებით სკოლაში 16 წლის შეიარაღებულმა მოზარდმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი კაილუბ ჯამანკომ შეაჩერა, რომელიც ამავე სკოლის მასწავლებელი და ორი მოსწავლის მამაა.

სროლა ხუთშაბათს, სილვერ რეილის დაწყებით სკოლაში მოხდა. ბენდის პოლიციის უფროსის, მაიკ კრანცის განცხადებით, თავდამსხმელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების კლასში შეიჭრა და თოფიდან სულ მცირე 15-ჯერ გაისროლა.

მასწავლებელი თავდამსხმელის შეჩერებას შეეცადა - მას მობილური ტელეფონი ესროლა და იარაღის წართმევა სცადა.

ამ დროს კლასში კაილუბ ჯამანკო შევიდა, რომელმაც თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციის უფროსმა მას სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისმა მოქმედებამ შესაძლოა უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

დაღუპულთა შორის არიან 5 წლის როამ სამერი, 8 და 11 წლის მოსწავლეები და 25 წლის მასწავლებელი მეგან ლამბერტი.

სროლის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი —-7 წლის მოსწავლე სეილორ გრეჰემი და 54 წლის მასწავლებელი ბეკი დრუი. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. დრუიმ კი ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მარცხენა მკლავსა და მარჯვენა ხელში მიიღო.

წყარო