ავტორი:

"ნუთუ ლუის ენრიკე "კვარადონას" ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმა ჩამოწერა?" - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი?

"ნუთუ ლუის ენრიკე "კვარადონას" ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმა ჩამოწერა?" - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი?

იტალიურ Virgilio Sport-ში ჟურნალისტმა დომენიკო ესპოზიტომ პსჟ-ს გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოაქვეყნა და ვარაუდი გამოთქვა, რომ მწვრთნელი ლუის ენრიკე მას ჯანლუიჯი დონარუმას მსგავსად მოექცევა.

  • კვარაცხელიას პსჟ-ში კრიზისი: "ოქროს ბურთის“ პრეტენდენტობიდან სათადარიგო ფეხბურთელამდე - ნუთუ ლუის ენრიკე ისევე ჩამოწერს, როგორც ოდესღაც დონარუმა?

"გაიხსენეთ ხვიჩას 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ სეზონში. ახლა კი შეხედეთ, როგორ ხშირადაა სათადარიგოთა სკამზე. "ოქროს ბურთზე“ მეოცნებე "ნაპოლის“ ყოფილი ვარსკვლავი ლუის ენრიკესთვის ხელშეუხებელი აღარაა.

"მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი კვარაცხელიასთვის გარდამტეხი უნდა გამხდარიყო, ამის ნაცვლად "ეტიჰადზე“ პსჟ-ს გამარჯვებაში მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ის გუნდის უდავო ვარსკვლავი იყო, როდესაც ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაზე, ამჟამად კი მყარად ჩაჯდა რეზერვში. რა ხდება კვარადონას თავს? სოციალურ ქესელებში დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ესპანელი ისევე ექცევა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტრიუმფის გმირ დონარუმას, რომელიც საბოლოო ჯამში შემადგენლობიდან შევალიესთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად ამოაგდეს და "სიტიში“ გადავიდა.

კვარაცხელიას სიტუაცია ვითარცა მტკიცებულება "სიტისთან“ შეხვედრაში

ერთი შემთხვევა როგორც შემთხვევაა, ორი დამთხვევაა, ხოლო სამი უკვე მტკიცებულებაა. შეიძლება ითქვას, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ჯერ კიდევ ფაქტების "დამთხევათა“ წინაშე ვიმყოფებით. თუმცა, თუ სეზონის დასაწყისიდან ქართველის შედეგიანობას შევხედავთ, ცხადი გახდება, "ფაქტების“ რაოდენობამ სამს გადააჭარბა. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ ოთხ მატჩში თავი ვერ გამოიჩინა (ორი ფრე, ორი წაგება და არცერთი გოლი), თუმცა 24 წლის მოთამაშემ ლიგა 1-ში "ლე მანთან“ მოედანზე შესვლიდან ორ წუთში გაიტანა... წაიკითხეთ ვრცლად