ავტორი:

"ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო შარშან, მეორე მეოთხე სართულიდან გადმოვარდა...ჩემო ლამაზო ბიჭებო, ჩემო ვაჟკაცებო" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო შარშან, მეორე მეოთხე სართულიდან გადმოვარდა...ჩემო ლამაზო ბიჭებო, ჩემო ვაჟკაცებო" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ბათუმში ახალგაზრდა კაცი, არჩილ მაკარიძე გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ის მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

"უმძიმესია ამ ტრაგედიასთან შეგუება. წავიდა საუკეთესო ადამიანი, რომელსაც არასოდეს სწყენია და არავისთვის გაუმეტებია ცუდი სიტყვა საუკეთესო მამა და მეგობარი. შეუძლებელია შენი სიკეთის დავიწყება აჩი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სულ", - წერს გარდაცვლილის ახლობელი.

არჩილ მაკარიძე

როგორც ცნობილია, არჩილის ძმა გასულ წელს გარდაიცვალა - ის ზღვაში დაიხრჩო.

ჩემო ლამაზო ბიჭებო, ჩემო ვაჟკაცებო, სიკეთის და სიალალის ეტალონებო, თითით საჩვენებელო და მისაბაძო ვაჟკაცებო ცეცხლზე ნავთი დაგვესხა ღმერთო".

"ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო შარშან, მეორე მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა..." - წერენ სოციალურ ქსელში უმძიმეს ტრაგედიაზე.