ჩვენთვის ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია რაც მოხდა - როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
"პროცესები, იცით რაც იყო, არიან, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და არსებითად ამაზე იყო საუბარი. ჩვენთვის ყველასთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები და გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის, პირველ რიგში, გულსატკენი და ეს გულის ტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ეს არის კომენტარი, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა.
ამ საკითხზე [ღარიბაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებაზე] საუბარი არ ყოფილა, ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და ზოგადი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“.- განაცხადა კობახიძემ.