მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას, ისაუბრა თუ რატომ დაიშალა მისი, ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის მეგობრული "ტრიო". როგორც თავად აღნიშნა, ასაკის მატებასთან ერთად, მათი მსოფლმხედველობები სრულიად შეიცვალა და ერთმანეთთან სულ უფრო ცოტა საერთო დარჩათ. ერთ დროს უახლოესი მეგობრების გზები ისე გაიყო, რომ ახლა არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ.
"სამივე განსხვავებულები ვიყავით ბავშვობიდან. აღარ მაქვს ურთიერთობა საერთოდ მარიკა თხელიძესთან. რომ გავიზარდეთ და განვითარდით, მე საერთოდ სხვანაირი შეხედულებები მაქვს და ინტერესები, მას - სხვანაირი და დავიშალეთ. არ გვიჩხუბია. აღარ გვინდოდა ერთმანეთთან მეგობრობა. მე ვარ მარიკას ბავშვის ნათლია, მაგრამ რადგან ნათლიები ვართ არ ვიჩხუბოთ და არ დავიშალოთ ?!" - თქვა თიკა ჯამბურიამ.
"ნინი ქარსელაძესთან ოდნავ მძიმე დაშლა იყო, მოხდა შეჯახება. მაწყენინა თავისი სიტყვების გამო, რაც არ უნდა ეთქვა, და ჩვენც ასე დავიშალეთ. არანაირი პოლიტიკური ამბიდან გამომდინარე არ ყოფილა. რაღაცაში ვერ შევთანხმდით. არ ვიმეგობრებ იმიტომ, რომ არ შემიძლია, ენერგეტიკულად ვერ ვუგებ მაგ ადამიანს უბრალოდ." - განაცხადა მომღერალმა.