ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა.
დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
"ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ და საქმეში მონაწილე სამივე პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, უკვე იდენტიფიცირებულია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.