ავტორი:

შემზარავი ტრაგედია ფლორიდის ტბაზე - მეთევზეს ალიგატორი დაესხა თავს, მაშველები ცხედარს რამდენიმე საათი ეძებდნენ: "ტბაში სხვა ალიგატორებიც იყვნენ“ - რა დეტალებია ცნობილი?

შემზარავი ტრაგედია ფლორიდის ტბაზე - მეთევზეს ალიგატორი დაესხა თავს, მაშველები ცხედარს რამდენიმე საათი ეძებდნენ: "ტბაში სხვა ალიგატორებიც იყვნენ“ - რა დეტალებია ცნობილი?

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, აპოპკას ტბის სანაპიროზე თევზაობისას, 71 წლის მეთევზეს ალიგატორი დაესხა თავს. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი დაიღუპა.

FOX 35-ის ცნობით, მსხვერპლი ვინტერ გარდენის მცხოვრები სტივენ ჰამილტონია. შემთხვევა 6 ოქტომბერს, შუადღისას მოხდა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე დაახლოებით საღამოს 5 საათზე მივიდნენ, თუმცა მამაკაცის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს.

ვინტერ გარდენის სახანძრო სამსახურის უფროსის, ხოსე გაინსის განცხადებით, წყალში სხვა ალიგატორებიც იმყოფებოდნენ, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებდა.

ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების კონსერვაციის კომისიის წარმომადგენლებმა ალიგატორი დაიჭირეს და მოკლეს. ქვეწარმავლის სიგრძე დაახლოებით 3.6 მეტრი იყო.

ვინტერ გარდენის პოლიცია და კომისია მომხდარს იძიებენ. პოლიციის კაპიტნის, მაიკლ მეისონის განცხადებით, თავდასხმამდე ალიგატორების შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ. მან მოქალაქეებს მოუწოდა, წყლის პირას სიფრთხილე გამოიჩინონ და დისტანცია დაიცვან.

წყარო