ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს უცნობმა პირმა ხელიდან ტელეფონი წაართვა და მიიმალა. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება ავრცელებს.
"ინფო იმერეთს" დაზარალებულმა განუცხადა, რომ უცნობი პირი მაშინ მივარდა, როცა ის ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.