მოსახლეობამ ლილოს ნაგავსაყრელთან გზა გადაკეტა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული - ამის შესახებ ინფორმაციას "Facebook Live“- ის მეშვეობით "მაუწყებელი" ავრცელებს.
"მოგვიწია ნაგავსაყრელის გადაკეტვა ამდენი ხნის შემდეგ. ველოდებით, რომ მოვიდეს პასუხისმგებელი პირი. 2 საათია გზაში არიან პასუხისმგებელი პირები და ჯერ ვერ მოაღწიეს. გაგვცენ პასუხი რატომ უნდა იწამლებოდეს ამ არხისა და მდინარეების საშუალებით თბილისის ზღვა? მოგვხედეთ, ხალხო, გვეყოფა" - აცხადებს პროტესტის მონაწილე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივი მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანაა.