"ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს პასუხობს.
"სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი - საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენ მუდმივად ვხვდებით, მაგრამ მსგავსი ბოდვა, რომ ოპოზიცია სააკაშვილთან უნდა გაერთიანდეს, არასოდეს, არცერთ პარტნიორს არ უკადრია.პირიქით, თუ რომელიმე კეთილისმსურველი რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგან გათავისუფლებაა.
"IRI-ს საზოგადოებრივი აზრის ძალიან არასრულყოფილი კვლევის შემდეგ, მარტო ის რად ღირს, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა უარი თქვა პასუხზე (ამათი უმეტესობა ჩემი ამომრჩეველია), ამერიკელი ექსპერტები შეხვდნენ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ერთ-ერთ ბალტიის ქვეყანაში და აუხსნეს, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა.მე კი სრულიად გახსნილი ვარ, მაგრამ მთელი ეს წლები, ყველა ეს პარტია, საპირისპიროდ მოძრაობს. ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ და ხელში გვიჭირავს ის, რაც გვიჭირავს" - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი, რომელსაც გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი.