ლატარიაში მოგებული და დაკარგული 2 მლნ ევროს საქმე - დაზარალებული ლელა ჩოქური შსს-ს საქმის გამოძიების დაწყებას სთხოვს.
ჩოქურის განცხადებით იტალიაში მოგებული თანხა ასევე ემიგრანტმა, ნინო გოდერძიშვილმა ცრუ მოწმეებით და გაყალბებული მტკიცებულებებით წაართვა. საქართველოს მოქალაქე იტალიის საელჩოსთან აქციებს აანონსებს.
“გადავწყვიტე რომ მინისტრს მივმართო. ეს ერთი ქვეყნის საქმე არ არის, ჩართულია ევროპის ქვეყანა. ევროპის თანხებით შევიძინე ჩემს ქვეყანაში ქონება.
მაქვს 2-3 დღე და თუ არ მიაქცევენ ჩემს განცხადებას ყურადღებას, მაშინ უნდა მივმართო იტალიის ორგანოებს...
ბილეთების ფული მივეცი და ვუთხარი, თუ რომელიმე მომგებიანი იქნება მეთქი, პატივს გცემ.