ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები რესტორანში, სადაც ჩანს თუ როგორ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად “კაწრო“ დააკავეს
გავრცელებულ კადრებში, ჩანს, რომ სუფრასთან თავდაპირველად ვატო ყიფიანი, თავისი ბიძაშვილი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი სხედან, მოგვიანებით რესტორანში შედის მოქალაქე მერაბ შარაშიძე, იგი ჯდება სხვა მაგიდასთან. რამდენიმე წუთში კი შელაპარაკება იწყება, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება იწყება.
ვიდეოს “ფორმულა“ ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: