ავტორი:

სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში (ვიდეო)

სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში (ვიდეო)

MLS-ის 30-ე ტურში მაიამის "ინტერმა" "ატლანტა იუნაიტედი" 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე ბერტერამემ გახსნა, 56-ე წუთზე ლიონელ მესიმ ულამაზესი გოლი გაიტანა, 4 წუთში კი დუბლი შეასრულა და "ლა პულგამ" მორიგი შედევრი შექმნა.

89-ე წუთზე ფაფა პიკომ პენალტის ნიშნულიდან ერთი ბურთი გაქვითა.

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესის ანგარიშზე 32 მატჩში 29 გატანილი გოლი და 15 საგოლე პასია.

"ინტერი" MLS-ის სატურნირო ცხრილში 55 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ნეშვილს" 14 ქულით ჩამორჩება.

Sportall.ge