ავტორი:

როდის დაიწყება დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება და რა უნდა გაითვალისწინონ განცხადების შევსებისას

როდის დაიწყება დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება და რა უნდა გაითვალისწინონ განცხადების შევსებისას

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება.

ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული.

ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა და მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი უკვე გამოიყო, მომდევნო წლებში კი თანხის მოცულობის ზრდა იგეგმება. განაგრძეთ კითხვა