ავტორი:

ცნობილმა ტიკტოკერმა ზურაბ კენჭიაშვილმა საპატიმრო დატოვა

ცნობილმა ტიკტოკერმა ზურაბ კენჭიაშვილმა საპატიმრო დატოვა

20-დღიანი პატიმრობის შემდეგ ცნობილი ტიკტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში "Mr Zura“-ს სახელითაც არის ცნობილი, გათავისუფლდა. ინფლუენსერი, რომლის ფრაზაც "კარგია, კარგია, კარგია" ბევრმა აიტაცა, მოქალაქეების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო დაკავებული.

სამართალდამცველებმა იგი მას შემდეგ აიყვანეს, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ის გამვლელებს, მათ შორის არასრულწლოვანებს, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და მათთან კონფლიქტში შედიოდა. სასამართლომ მას 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.