12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბიძამ, კახა დადიანიძემ ძმისშვილის თაობაზე გადაცემაში "შენი ამბავი თაიასთან" ისაუბრა.
"გურიკა ძალიან კარგ გარემოში იზრდებოდა, ნორმალური, ჭკვიანი, კარგი ბავშვი იყო. "ტიკ-ტოკში“ რომ იძახიან ასეთი და ისეთი იყოო, ზოგმა გიჟი გამოიყვანა და ზოგმა ნარკომანი, ეს ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო, კარგი აზროვნებაც ჰქონდა და გონებაც. ამბობენ იქ რაღაც დალიაო. გადაცემებში გაჟღერდა ერთი მუჭი წამალი დალიაო. ერთი მუჭი წამალი რომ დალიოს ადამიანმა მოკვდება, რა წამალი უნდა ერთი მუჭი წამალი რომ დალიოს ადამიანმა მოკვდება, რა წამალი უნდა დალიო, თან ერთი მუჭი. მსგავსი მიდრეკილებები არ ჰქონია, არც ეწეოდა და არც სვამდა. ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდით, მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა გურიკას, სოფოც (გურიკას დედა) და მამაც მას კარგად ექცეოდნენ. ჩემი იქ ცხოვრების პერიოდში არანაირი კონფლიქტები ოჯახში არ ყოფილა. სოფო რომ წავიდა თურქეთში (სამუშაოდ) თავის ძმას და რძალს დაუტოვა გურიკა და მერე ჩემმა ძმამ წამოიყვანა თბილისში" - განაცხადა გურამ დადიანიძის ბიძამ.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.