ბრედისა და ანჯელინას შვილებმა ტელეფონის ნომრებიც კი შეცვალეს, რომ მამა ვეღარ დაკავშირებოდა - "ეს მისთვის სახეში სილის გაწვნასავით იყო“

ბრედისა და ანჯელინას შვილებმა ტელეფონის ნომრებიც კი შეცვალეს, რომ მამა ვეღარ დაკავშირებოდა - "ეს მისთვის სახეში სილის გაწვნასავით იყო“

62 წლის ბრედ პიტის ოჯახური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, თუმცა მსახიობი იმედს მაინც არ კარგავს.

ანჯელინა ჯოლისთან გაყრისა და ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ პიტთან ურთიერთობა სრულად გაწყვიტეს მათმა საერთო შვილებმა: მედოქსმა, პაქსმა, ზაჰარამ, შაილომ და ტყუპებმა: ვივიენმა და ნოქსმა. თუმცა როგორც წყაროები ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან აცხადებენ, პიტს კვლავ აქვს იმედი, რომ თავის 6 გაუცხოებულ შვილთან ურთიერთობას განაახლებს იმის გათვალისწინებით, რომ ანჯელინამ საზღვარგარეთ მოგზაურობა და ცხოვრება გადაწყვიტა.

"ენჯი შეერთებული შტატების გარეთ ცხოვრებას აპირებს და როგორც ბრედის ყურამდე მივიდა, არცერთი მათგანი არ გეგმავს დედასთან გადასვლას. ეს შეიძლება ბრედისთვის შანსი იყოს, სცადოს მათი ნაწილობრივ დაბრუნება." - განუცხადა მსახიობთან დაახლოებულმა წყარომ Daily Mail-ს.

წყაროსავე თქმით, ბრედს გადაწყვეტილი აქვს, შვილებთან შერიგებაში მეგობრები დაიხმაროს.

"წარსულში მან სცადა ბავშვებთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, ენჯი არ მისცემდა ამის საშუალებას. საბოლოოდ, მან აღმოაჩინა, რომ ყველა მათგანმა შეცვალა საკონტაქტო ნომრები, თუმცა ეს მას არ შეაჩერებს" - აცხადებს წყარო.

"ბრედი ყველაფერს გააკეთებს, რომ შვილები დაიბრუნოს. მას იმაზე მეტად ვეღარაფერი ატკენს გულს, როგორც მიტოვებამ და მის გვარზე უარის თქმამ ატკინა. ეს მისთვის სახეში სილის გაწვნასავით იყო, თუმცა მოულოდნელიც არ ყოფილა" - განაცხადა წყარომ გამოცემასთან.

ბრედ პიტი ამჟამად 33 წლის ინეს დე რამონს ხვდება

წყარო: dailymail.com/

მოამზადა: ანა სიბოშვილმა