ავტორი:

"დღეს პატრიარქმა კვირა დღე მიულოცა ერს და არც კი უხსენებია გრიგოლ ხანძთელი და მისი ბერები... ნამდვილად სავალალო დღეშია ეკლესია" - რას წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"დღეს პატრიარქმა კვირა დღე მიულოცა ერს და არც კი უხსენებია გრიგოლ ხანძთელი და მისი ბერები... ნამდვილად სავალალო დღეშია ეკლესია" - რას წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"დღეს პატრიარქმა კვირა დღე მიულოცა ერს და არც კი უხსენებია გრიგოლ ხანძთელი და მისი ბერები." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს არქიმანდრიტი, რომელსაც მღვდელმასხურება შეჩერებული აქვს.

"ეს ერთის მხრივ გიჩვენებს, პატრიარქი და საპატრიარქოს დეკანოზები თუ როგორ პატივს სცემენ ბერებს. მეორეს მხრივ, წარმოიდგინეთ, რომ დღეს ყოფილიყო მატრონას ან წმიდა სერაფიმ საროველის ხსენება, თუ რა პომპეზურობით აღნიშნავდა შიო მესამე. ნამდვილად სავალალო დღეშია ეკლესია და მითუმეტეს ბერ-მონაზვნობა დეკანოზების ხელში“ - წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურება 2025 წელს, ილია მეორის გადაწყვეტილებით შეუჩერდა. არქიმანდირტ დოროთესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით პატრიარქს ქორეპისკოპოსებმა, სინოდალური კომისიის წევრმა მღვდელმთავრებმა, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა და პატრიარქის მდივანმა მიმართეს.

ასევე იხილეთ:

"უნდა ვეცადოთ, გვიყვარდეს ყველა - ჩვენი მოყვარეც, ჩვენი მტრებიც, გვინდოდეს სხვისთვის ის, რაც ჩვენთვისვე გვსურს" - პატრიარქის ქადაგება