კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ "კავეას" ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინოპროდიუსერისა და მენეჯერის ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამო.
მისი უდროო გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კინემატოგრაფისა და კულტურის სფეროსთვის.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს" - ნათქვამია განცხადებაში.