ავტორი:

Victoria’s Secret-ის შოუს მოულოდნელობა და სკანდალი - 50-მილიონიანი Fantasy Bra კაილი ჯენერმა წარადგინა: შოუს მთავარი მომენტები (ფოტოები)

Victoria’s Secret-ის შოუს მოულოდნელობა და სკანდალი - 50-მილიონიანი Fantasy Bra კაილი ჯენერმა წარადგინა: შოუს მთავარი მომენტები (ფოტოები)

კაილი ჯენერმა Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე მაყურებელი გააოცა. რეალითი შოუს ვარსკვლავი და კოსმეტიკური ბრენდის დამფუძნებელი პოდიუმზე მოულოდნელად გამოჩნდა და ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული "Fantasy Bra“ წარადგინა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

  • 18 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში გამართულ შოუში ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც მონაწილეობდა

პოდიუმზე ასევე გამოვიდნენ ბელა და ჯიჯი ჰადიდები, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, კენდის სვეინპოლი, ეშლი გრემი, ანოკ იაი და სხვა ცნობილი მოდელები.

4410 ბრილიანტი და 75,54-კარატიანი ყვითელი ბრილიანტი

კაილის მიერ წარდგენილი "Fantasy Bra“ Jacob & Co.-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. მის დამზადებაზე 15 ადამიანი 1000 საათზე მეტხანს მუშაობდა. ის 4410 ბუნებრივი ბრილიანტითაა მორთული, ცენტრში კი 75,54-კარატიანი, დიდი ზომის ყვითელი ბრილიანტია მოთავსებული.

  • დიზაინერმა ჯეიკობ არაბომ განაცხადა, რომ სურდა, ყველაზე ძვირადღირებული "Fantasy Bra“ შეექმნა, თუმცა მისთვის მხოლოდ ფასი არ იყო მნიშვნელოვანი - მთავარი ბრილიანტები, სინათლე და მოძრაობა იყო.

Victoria’s Secret-ის კრეატიულმა დირექტორმა ადამ სელმანმა კი აღნიშნა, რომ ამ პროექტისთვის ჯეიკობ არაბოზე უკეთეს დიზაინერს ვერ წარმოიდგენდა.

კაილი ჯენერი Victoria’s Secret-ის შოუზე პირველად გამოვიდა

კაილი ჯენერისთვის ეს Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაში პირველი მონაწილეობა იყო. მან ბრილიანტებით მორთული ბიუსტჰალტერი თეთრ, გამჭვირვალე მინი ქვედაბოლოსა და დიდ, თეთრ ფრთებთან ერთად წარმოადგინა.

მის გამოსვლას აუდიტორიიდან დედა, კრის ჯენერი, და პარტნიორი, მსახიობი ტიმოთი შალამე, ადევნებდნენ თვალს და ტაშით ამხნევებდნენ.

კაილის გამოსვლამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გულშემატკივრები წერდნენ, რომ ის პოდიუმზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, ერთ-ერთმა კი აღნიშნა, რომ ჯენერმა "Fantasy Bra“-ს თავისი ჯადოსნურობა დაუბრუნა.

ვინ მონაწილეობდა Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუში?

წლევანდელ ჩვენებაზე პოდიუმზე გამოვიდნენ მოდის სამყაროს ცნობილი სახეები, მათ შორის ბელა და ჯიჯი ჰადიდები, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ელზა ჰოსკი, კენდის სვეინპოლი, ეშლი გრეჰემი და სხვები.

ასევე აღნიშნულ შოუში კარიერის განმავლობაში უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა..

შოუს მუსიკალური ნაწილი მეგან მორონიმ, ტეიტ მაკრეიმ, KATSEYE-მ და Megan Thee Stallion-მა გააფორმეს.

"Fantasy Bra“ Victoria’s Secret-ის პოდიუმზე 2018 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. პირველად ის 1996 წელს წარადგინეს, როდესაც ბიუსტჰალტერი სუპერმოდელ კლაუდია შიფერს ეცვა. ბოლო მოდელი, რომელიც ამ ძვირადღირებული სამკაულით გამოვიდა, ელზა ჰოსკი იყო.