„ამ ეტაპზე, ამ კუთხით რადიკალური ფონი არ იგრძნობა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელმა, ნინო აბსანძემ რუსების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, როგორც Euronews-ი წერს, ზაფხულის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთში ბინის ქირის ფასებმა წლიურად 20-30%-ით მოიმატა, რადგან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას უფრთხიან, მეზობელ ქვეყნებში საცხოვრებელს ეძებენ.
ამასთან, როგორც RBC Real Estate-ს საკონსულტაციო კომპანია NF Group-ზე დაყრდნობით წერს, 2026 წლის მესამე კვარტლის შედეგებით, რუსებს შორის უძრავი ქონების შესაძენად ყველაზე პოპულარულ უცხოურ ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა. ქვეყნის წილმა მთლიან მოთხოვნაში 17% შეადგინა.
ნინო აბსანძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნა არ შეინიშნება, ამ კუთხით გარკვეული მოლოდინები არსებობს, რამაც ძირითადი გავლენა შესაძლოა, ქირისა და მეორადი უძრავი ქონების ფასებზე იქონიოს. განაგრძეთ კითხვა