ავტორი:

ჟურნალისტ ვახო სანაიას "ფეისბუქში" დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიას "ფეისბუქში" დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო

სხდომას არ ესწრებოდა ჟურნალისტი, ვახო სანაია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ "პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.

ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.