ავტორი:

ნინო ანანიაშვილის ძმისშვილი ცნობილი ბიზნესმენის ვაჟზე დაქორწინდა - ვარსკვლავი სტუმრები, ორიგინალური კაბა და ბედნიერების ემოციები (ფოტოები)

ნინო ანანიაშვილის ძმისშვილი ცნობილი ბიზნესმენის ვაჟზე დაქორწინდა - ვარსკვლავი სტუმრები, ორიგინალური კაბა და ბედნიერების ემოციები (ფოტოები)

მსახიობი ნინო ანანიაშვილი, ცნობილი ქართველი ბალერინას, ნინო ანანიაშვილის ძმისშვილი და მოსახელე, ნიკა კოხოძის მეუღლე გახდა. ნიკა კოხოძე ბიზნესმენ თემურ კოხოძის ვაჟია. შეგახსენებთ რომ ბიზნესმენი თემურ კოხოძე 2008-2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" სიით,ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

  • ნინო ანანიაშვილისა და ნიკა კოხოძის ქორწილი არტარეაში გაიმართა. წყვილმა განსაკუთრებული დღე მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ზეიმი ემოციებით, მუსიკითა და ცეკვით იყო სავსე.

ქორწილის მუსიკალურ ნაწილში რამდენიმე ცნობილი ქართველი შემსრულებელი მონაწილეობდა. სტუმრების წინაშე ლელა წურწუმია წარდგა, ასევე იმღერეს გიორგი გიგაშვილმა და კატო კვარაცხელიამ. საღამოს სხვა ხელოვანი მეგობრებიც შეუერთდნენ.

პატარძლის საქორწილო ჩაცმულობამაც მიიქცია ყურადღება. ნინო ანანიაშვილს თეთრი, რამდენიმე ფენად გაწყობილი კაბა ეცვა, რომელიც დეტალებითა და გამჭვირვალე სახელოებით გამოირჩეოდა. ლუქს განსაკუთრებულ შტრიხს Prada-ს ფეხსაცმელი სძენდა.

ნინო ანანიაშვილი მსახიობია, მისი მეუღლე ნიკა კოხოძე კი ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი და მენეჯერია.

წყვილის ქორწილმა მეგობრები და ოჯახის წევრები გააერთიანა, გავრცელებული ფოტოები კი მათი განსაკუთრებული დღის განწყობას გადმოსცემს.