ავტორი:

ეკვადორში, ეკლესიაში წირვის დროს ჯვარი გადმოვარდა და მღვდელს დაეცა - შედეგად მოძღვარი დაიღუპა

ეკვადორში, ეკლესიაში წირვის დროს ჯვარი გადმოვარდა და მღვდელს დაეცა - შედეგად მოძღვარი დაიღუპა

ეკვადორში კათოლიკე მღვდელი პატრიციო სანჩესი წირვის დროს დაიღუპა. მას საკურთხევლის ზემოთ, კედელზე დამაგრებული ჯვარი დაეცა. შემთხვევა წირვის პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოხდა.

  • ტრაგედია ქალაქ გუაიაკილში, პერპეტუო სოკოროს ეკლესიაში, შაბათს საღამოს წირვის მიმდინარეობისას მოხდა. ვიდეოში ჩანს, როგორ წყდება ჯვარცმა კედლიდან და მღვდელს თავში ეცემა.

მომხდარის შემდეგ, ტრანსლაცია კვლავ გაგრძელდა, ეკლესიაში მყოფი ადამიანები კი დახმარებას ითხოვდნენ.

  • სანჩესი ეკუთვნოდა რომის კათოლიკური ეკლესიის ორდენს, რომელიც დაარსდა 1732 წელს და წარმოდგენილი იყო 80 ქვეყანაში.

შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

წყარო