ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასამართლო სხდომებზე დასწრება, თუმცა ამაზე კვლავ იმსჯელებენ.
ამგვარი მტკიცებულებით და მტკიცებულებათა სტანდარტით საქმის წარმოება არის დაუშვებელი, არღვევს ადამიანის უფლებებს, მართლმსაჯულების პრინციპებს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და არ დაიხურა სხდომა. მზად ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ სიმართლე ამ საქმეში.
ირაკლი ღარიბაშვილს მიეცემა შემდეგ სასამართლო სხდომებზე შესაძლებლობა. უნდა დაესწროს, ჩემი აზრით. ვნახავთ ამას [მოვა თუ არა]. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს. მიეცემა შესაძლებლობა მისცეს განმარტება იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო და რომელზეც მან გააკეთა განცხადება. გვქონდა საუბარი, რომ ჩემი აზრით, მიზანშეწონილი მისი დასწრება სასამართლო სხდომებზე. ამას დავინახავთ მომავალ სხდომებზე. ამაზე ვიმსჯელებთ. საქმე არის უკიდურესად პოლიტიზირებული. ამ საქმეს სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია“,- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.