ავტორი:

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

  • როგორც ირკვევა, პროკურატურა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმებას 1 წელი და 1 თვე რეალური სასჯელითა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. თუკი, აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო დაამტკიცებს, ჭავჭანიძე პენიტენციურ დაწესებულებას ნოემბრის დასაწყისში დატოვებს.

პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, ანტონ ვარდანიძემაც მიმართა.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე მსჯავრებულ ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.