ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილ სანატორიუმს აუქციონზე ყიდის.
როგორც “ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, ქონების სააგენტომ ყოფილი სანატორიუმები გასაყიდად აუქციონზე 15 ოქტომბერს გაიტანა. დასრულების ვადად კი 13 ნოემბერია განსაზღვრული.
უფრო კონკრეტულად, საუბარია შემდეგ სანატორიუმებზე:
ყოფილი სანატორიუმი “მეგობრობა“ – 8 774 000 ლარი; ინვესტორი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში, განახორციელოს დიაგნოსტიკური და არანაკლებ 100 საწოლზე გათვლილი სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტი და 26 021 000 ლარის ინვესტიცია.
ყოფილი სანატორიუმი “გეოლოგი“ – 2 540 000 ლარი; ინვესტორი ვალდებულია არანაკლებ 10 907 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში არანაკლებ 90-ნომრიანი სასტუმროს პროექტი განახორციელოს. განაგრძეთ კითხვა