ავტორი:

"იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ" - კახა კალაძე ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე აქციებზე

"იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ" - კახა კალაძე ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე აქციებზე

აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში. იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ დემონსტრაციებს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, "საქართველოში ბოლო წლებში ვხედავდით ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნას და დაფინანსებას“.

"ის, პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა ბოლო წლები - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, დაფინანსება, სიტყვიერად თუ მესიჯებით წახალისება, გამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიოდნენ ევროპული ქვეყნების პრემიერები, დაგმობაზე საუბარი ზედმეტია, პირდაპირ აქციებზე მიდიოდნენ და გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, ეს სრული კატასტროფაა.

ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, მათი დაფინანსებით ხდებოდა, შემთხვევითი პროცესები არ იყო. აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში. იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ, რა პროცესები მიდის. ძალადობა მიუღებელია და რასაც კადრებში ვხედავთ წარმოუდგენელია. იგივე ხდებოდა საქართველოში გახსოვთ, რა ვითარება იყო“,- აღნიშნა კალაძემ.