ჯენიფერ ლოპესი და ბრიტანელი მსახიობი ბრეტ გოლდშტეინი შესაძლო რომანტიკული ურთიერთობის გამო ყურადღების ცენტრში მოექცნენ.


მათი ერთობლივი გამოჩენა განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა განხილვის საგანი, რაც ლოპესმა და გოლდშტეინმა Netflix-ის რომანტიკულ კომედიაში "Office Romance“ ერთად ითამაშეს. ფილმში ისინი შეყვარებულებს განასახიერებენ. სიუჟეტი მაღალი თანამდებობის მქონე აღმასრულებელი დირექტორისა და მისი ადვოკატის ურთიერთობის შესახებ გვიყვება.
მიუხედავად გავრცელებული ვარაუდებისა, ლოპესს გოლდშტეინთან ურთიერთობა არ დაუდასტურებია. ივნისში მომღერალმა განაცხადა, რომ არავის ხვდება.
ცნობისთვის, ბრეტ გოლდშტეინს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალში "ტედ ლასო" შესრულებულმა როლმა.

ჯენიფერ ლოპესი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. მისი ბოლო ქორწინება მსახიობ ბენ აფლეკთან 2022 წელს შედგა, წყვილი 2025 წელს დაშორდა. ბრეტ გოლდშტეინი მანამდე მსახიობ ბეთ რაილენსს ხვდებოდა; მათი ურთიერთობა 2022 წელს დასრულდა.
ამ ეტაპზე ჯენიფერ ლოპესისა და ბრეტ გოლდშტეინის შესაძლო რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება.