ავტორი:

საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1.887 მილიონი კაცია, ხოლო 2.053 მილიონი - ქალი: “საქსტატი” განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1.887 მილიონი კაცია, ხოლო 2.053 მილიონი - ქალი: “საქსტატი” განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

2026 წლის მდგომარეობით, საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1.887 მილიონი კაცია, ხოლო 2.053 მილიონი - ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი“, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • საქსტატის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.930 მილიონს შეადგენდა. მათგან 1.881 მილიონი კაცი, ხოლო 2.049 მილიონი ქალი იყო.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 წლის მოსახლეობაა. ამ ასაკობრივ კატეგორიაში 303.2 ათასი ადამიანი შედის. მეორე ადგილზე 10-14 წლის ასაკობრივი ჯგუფია, რომელშიც 289.3 ათასი ადამიანია გაერთიანებული, ხოლო მესამე ადგილზე 40-44 წლის მოსახლეობაა - 280.3 ათასი ადამიანი.

რაც შეეხება ყველაზე მცირერიცხოვან ასაკობრივ ჯგუფებს, 80-84 წლის ადამიანების რაოდენობა 60.8 ათასს შეადგენს, ხოლო 85 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 68.2 ათასია.

“ბიზნესპრესნიუსის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის ასაკობრივ განაწილება - ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი ჯგუფიდან ყველაზე მცირერიცხოვნამდე, ასეთია:

35-39 წლის - 303.2 ათასი ადამიანი;

10-14 წლის - 289.3 ათასი ადამიანი;

40-44 წლის - 280.3 ათასი ადამიანი;

15-19 წლის - 268.2 ათასი ადამიანი;

30-34 წლის - 267.2 ათასი ადამიანი;

65-69 წლის - 246.1 ათასი ადამიანი;

60-64 წლის -245.9 ათასი ადამიანი;

45-49 წლის - 244.8 ათასი ადამიანი;

20-24 წლის -223.5 ათასი ადამიანი;

50-54 წლის - 223.5 ათასი ადამიანი;

55-59 წლის - 209.8 ათასი ადამიანი;

70-74 წლის - 199.4 ათასი ადამიანი;

5-9 წლის - 256.9 ათასი ადამიანი;

1-4 წლის - 167.2 ათასი ადამიანი;

75-79 წლის -138.1 ათასი ადამიანი;

85+ წლის - 68.2 ათასი ადამიანი;

80-84 წლის - 60.8 ათასი ადამიანი;

1 წლამდე ასაკის - 36.9 ათასი ადამიანი.