“დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე “შალომე-მალომე” მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და შემდეგ აქციას დაშლის“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე “შალომე-მალომე” მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და შემდეგ აქციას დაშლის, რათა შემდეგ ქუჩაში გამოსულები, სახლებში დაიჭირონ.
ამ რუსულ შავ ჭირს, მოიშორებს თუნდაც მხოლოდ 50 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით დაიშლება, სანამ არ გაიმარჯვებს.
დაიწყეთ ამ 50 ათასმა მობილიზება. ნუ დაელოდებით სრულიად იმპოტენტ აპლომბიან იმბეცილებს. აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში. ნუ მისცემთ ივანიშვილს შანსს ახალგაზრდების პროტესტი გაანეიტრალოს იაფი ნარკოტიკებით და ქოლცენტრებში დასაქმებით. წადით ბოლომდე და ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ! თქვენი მიშა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.