ავტორი:

ილონ მასკი პირობას დებს, რომ ამერიკაში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს SpaceX-ის თითო აქციას გადასცემს

ილონ მასკი პირობას დებს, რომ ამერიკაში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს SpaceX-ის თითო აქციას გადასცემს

ილონ მასკმა პირობა დადო, რომ მომავალ წელს ამერიკაში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს SpaceX-ის თითო აქციას აჩუქებს. მან ასევე მიანიშნა, რომ ეს საჩუქარი შესაძლოა მსგავს წამოწყებებში მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყოს.

“მომავალ წელს ამერიკაში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს SpaceX-ის ჩემი კუთვნილი აქციებიდან თითო ერთეულს გადავცემ. ეს ბევრი მსგავსი ნაბიჯიდან პირველი იქნება“, - დაწერა მასკმა ორშაბათს X-ზე.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ეს დაპირება ხელოვნური ინტელექტის მწარმოებელ კომპანია Anthropic-თან დისკუსიას მოჰყვა, რომელიც ასევე გეგმავს, რომ საკუთარი კაპიტალის (აქციების) ნაწილი საზოგადოებრივი სიკეთისკენ მიმართულ ინიციატივებს დაუთმოს.

მას შემდეგ, რაც Anthropic-მა “საზოგადოებრივი სიკეთის ფონდის“ შექმნის გეგმები წარმოადგინა, მასკმა კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდა აქციები პირდაპირ საზოგადოებაზე გაენაწილებინათ.

"გირჩევთ, აქციები პირდაპირ ხალხს გადასცეთ, მე სწორედ ასე მოვიქცევი“, - აღნიშნა მან X ზე.

წყარო

იხილეთ ასევე: