ავტორი:

SEO კონსულტაცია: როგორ იპოვოთ პრობლემა, რომელიც საიტის ზრდას აფერხებს

SEO კონსულტაცია: როგორ იპოვოთ პრობლემა, რომელიც საიტის ზრდას აფერხებს

საიტის განვითარებაზე აქტიურად მუშაობთ, მაგრამ Google-ის ძიებაში სასურველი შედეგი მაინც არ ჩანს. თითქოს ყველაფერი წესრიგშია - დეველოპერებმა დავალება შეასრულეს, კონტენტიც იწერება, თუმცა პოზიციები და ორგანული ვიზიტორების რაოდენობა უცვლელი რჩება. სად იკარგება ეს ძალისხმევა? ზუსტი პასუხის გარეშე ყოველი ახალი ცვლილება თქვენი საიტისთვის მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც დრო და ბიუჯეტი ფუჭად ეწირება.

სწორედ ამ დროს ხდება საჭირო პროცესებში გამოცდილი სპეციალისტის ჩართვა. 10xSEO-ს SEO კონსულტაცია არის ექსპერტთან სამუშაო სესია, სადაც კითხვებზე მკაფიო პასუხები და პრიორიტეტული ნაბიჯები განისაზღვრება. ექსპერტი სიღრმისეულად აფასებს საიტს, ბიზნესის მიზნებსა თუ კონკურენტულ გარემოს და ზუსტად აჩვენებს, საიდან დაიწყოს ცვლილებები. ეს არ არის სტანდარტული ლექცია ან ზოგადი თეორიების გადაკითხვა - ეს არის ინდივიდუალური შეხვედრა, რომელსაც წინ ციფრული რესურსის დეტალური ანალიზი უძღვის. სპეციალისტი წინასწარ სწავლობს საიტის ტექნიკურ მხარეს, აანალიზებს ბაზარს და შეხვედრაზე უკვე ზუსტი დიაგნოზითა და მკაფიო სამოქმედო გეგმით მოდის.

  • რა არის SEO კონსულტაცია

ბევრს ჰგონია, რომ SEO მხოლოდ ყოველთვიური მომსახურების პაკეტია, სადაც სააგენტოს უხდი თანხას და ელოდები, როდის დაწინაურდება საიტი. რეალურად, კომპლექსური სერვისი ყოველთვის არ არის საჭირო. ხშირად საიტს უბრალოდ ერთი ან ორი სერიოზული ხარვეზი აქვს, რომელიც მთელ პროცესს აფერხებს. მაგალითად, შეიძლება ტექნიკური შეცდომის გამო Google საერთოდ ვერ ხედავდეს მნიშვნელოვან გვერდებს, ან კონტენტი მომხმარებლის რეალურ ინტერესებს აცდენილი იყოს.

კონსულტაციის მთავარი ღირებულება სწორედ ამ ფარული პრობლემების პოვნაშია. 10xSEO-ს ექსპერტი არ ცდილობს მოგყიდოთ ხანგრძლივი მომსახურება, თუ ეს არ გჭირდებათ. ის ობიექტურად აჩვენებს კომპანიას, სად კარგავს საიტი ვიზიტორებს და რა არის ის 20% ცვლილებებისა, რაც შედეგის 80%-ს მოიტანს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც შიდა მარკეტინგული გუნდი ან დეველოპერი უკვე ჰყავს, თუმცა SEO-ს კუთხით მიმართულების მიცემა და სწორი პრიორიტეტების დასახვა სჭირდება.

  • 5 სიტუაცია, როცა SEO კონსულტაცია გჭირდებათ

პრაქტიკაში არის რამდენიმე მკაფიო სიგნალი, როცა გამოცდილი ექსპერტის ჩართვა ყველაზე მეტ დროსა და ფინანსებს დაგიზოგავთ. თუ კომპანია ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციებიდან ერთ-ერთში მაინც აღმოჩნდება, ესე იგი, სწორედ SEO კონსულტაციის დროა:

პირველი და ყველაზე გავრცელებული შემთხვევა პოზიციებისა და ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ვარდნაა. Google-ის ალგორითმები მუდმივად იცვლება, კონკურენტები აქტიურდებიან, საიტზე კი შესაძლოა ტექნიკური ხარვეზები დაგროვდეს. ასეთ დროს კონსულტანტი ეხმარება გუნდს პრობლემის ძირეული მიზეზის პოვნასა და სწრაფი რეაგირების გეგმის ჩამოყალიბებაში.

მეორე სიტუაცია ეხება კონტროლს. ხშირად ბიზნესს აყვანილი ჰყავს სააგენტო ან კერძო სპეციალისტი, ყოველთვიურად იხდის თანხას, თუმცა ვერ ხვდება, რეალურად რა კეთდება და რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტი. SEO კონსულტანტი ამ დროს გამოდის ნეიტრალური აუდიტორი, რომელიც აფასებს შესრულებულ სამუშაოს, ამოწმებს რეალურ KPI-ებს და ადგენს, რამდენად ეფექტურად იხარჯება ინვესტიცია.

მესამე კრიტიკული მომენტი საიტის რედიზაინი ან მიგრაციაა. ახალ დომენზე გადასვლისას ან ვებგვერდის სრულად განახლებისას არასწორად გაკეთებულმა გადამისამართებებმა (Redirects) შეიძლება წლების განვავლობაში ნაგროვები მომხმარებელთა ნაკადი რამდენიმე დღეში გაანადგუროს. წინასწარი კონსულტაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, ეს პროცესი დანაკარგის გარეშე გაიაროს.

მეოთხე შემთხვევაა, როდესაც კომპანიას SEO-ს მართვა შიდა რესურსებით სურს. ზრდის გარკვეულ ეტაპზე ბიზნესისთვის უფრო ეფექტურია საკუთარი გუნდის ყოლა, ვიდრე ამ სერვისის სააგენტოსთვის გადაბარება. ექსპერტი ეხმარება გუნდის სწორად ჩამოყალიბებაში, ფუნქციების გადანაწილებასა და საჭირო ინსტრუმენტების შერჩევაში.

და ბოლოს, კონსულტაცია აუცილებელია მაშინაც, როცა SEO-ს დაწყებას კომპანია ახლა გეგმავს. სანამ ბიუჯეტი გამოიყოფა, ჯერ უნდა დადგინდეს, რამდენად დიდია ძიების მოცულობა კონკრეტულ ნიშაში, რამდენად ძლიერები არიან კონკურენტები და საერთოდ, ღირს თუ არა კონკრეტულ არხში ინვესტირება.

  • რა პრობლემებს ავლენს SEO კონსულტაცია

როდესაც ექსპერტი საიტის სიღრმისეულ ანალიზს იწყებს, პრაქტიკულად ყოველთვის იკვეთება რამდენიმე ძირითადი მიმართულება, სადაც ბიზნესები შეცდომებს უშვებენ:

პირველი ტექნიკური მხარეა. ეს არის საიტის საძირკველი, რომელსაც მომხმარებელი ხშირად ვერც ხედავს. თუ საიტს აქვს ნელი ჩატვირთვა, დუბლირებული გვერდები ან არასწორად კონფიგურირებული ინდექსაციის წესები, Google-ის რობოტები უბრალოდ ვერ აღიქვამენ არსებულ შინაარსს. კონსულტაციისას ეს ხარვეზები ზუსტად იდენტიფიცირდება და დეველოპერისთვის მარტივი, გასაგები დავალების სახით ყალიბდება.

მეორე გავრცელებული პრობლემა კონტენტის ხარისხი და სტრუქტურაა. ხშირად საიტის ტექსტები კომპანიის შიდა პროფესიული ენით იქმნება და არა იმ საძიებო ფრაზებით, რომლებსაც რეალური მომხმარებელი Google-ში იყენებს. გარდა ამისა, ხდება ისეც, როცა საიტის რამდენიმე გვერდი ერთსა და იმავე საკვანძო სიტყვაზე ეჯიბრება ერთმანეთს, რაც საბოლოოდ ორივე გვერდის დაწინაურებას უშლის ხელს.

მესამე საკითხი ავტორიტეტია. თუ კონკრეტულ სფეროში მაღალი კონკურენციაა, მხოლოდ კარგი საიტი საკმარისი არ არის. აუცილებელია, სხვა ნდობით აღჭურვილი რესურსებიც უწევდნენ რეკომენდაციას პლატფორმას. სწორედ აქ ირკვევა ხოლმე, რამდენად ეფექტურად მუშაობს საიტზე ხარისხიანი ბექლინკები და ხომ არ არის პროფილი გადატვირთული სპამური ბმულებით.

და ბოლოს, ეს არის არასწორი პრიორიტეტები. ხშირად კომპანიები მთელ ენერგიას ხარჯავენ ისეთ საკვანძო სიტყვებზე, რომლებსაც ბევრი ნახვა აქვს, მაგრამ რეალური მყიდველი არ მოჰყავს. კონსულტაცია ეხმარება ფოკუსის გადატანას იმ ფრაზებზე, რომლებიც პირდაპირ გაყიდვებსა და ლიდებზე აისახება.

  • რას მიიღებთ SEO კონსულტაციიდან

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია არ რჩება მხოლოდ ზოგადი რჩევების ამარა. 1:1 კონსულტაცია იძლევა სრულიად კონკრეტულ, პრაქტიკულ მასალას, რომლითაც შიდა გუნდი თუ მოწვეული სპეციალისტები მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

პირველ რიგში, ეს არის საიტის მიმდინარე მდგომარეობის დეტალური სურათი - მკაფიოდ ჩანს, რა მუშაობს გამართულად და რა უშლის ხელს ზრდას.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი - პრიორიტეტული სამოქმედო გეგმაა. ბიზნესი იღებს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილ ინსტრუქციას: რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, რა - მეორე ეტაპზე და რაზე არ ღირს დროის კარგვა. ამას ემატება წერილობითი რეზიუმე, სადაც ყველა ტექნიკური მიგნება და რეკომენდაცია სტრუქტურულად არის ჩამოყალიბებული.

უშუალოდ შეხვედრა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში (Google Meet-ის ან Zoom-ის ფორმატში), წინასწარ შეთანხმებულ დროს. სესიის დასრულების შემდეგ იქმნება სრული ვიდეოჩანაწერი, რაც ძალიან მოსახერხებელია: ნებისმიერ დროს შესაძლებელია დეტალების გადამოწმება ან ჩანაწერის გაზიარება დეველოპერებისა და მარკეტერებისთვის, რომლებსაც ამ ცვლილებების განხორციელება დაევალებათ.

ეს შეხვედრა ბიზნესს აზღვევს არასწორი ინვესტიციებისგან და გაურკვეველი მოლოდინების ნაცვლად, გაზომვადი შედეგებისკენ მიმავალ გზას უჩვენებს. SEO-ზე სერიოზულად დაფიქრება სწორედ ამ ფუნდამენტური ნაბიჯით იწყება.

R