ავტორი:

“სოლიდარობა ვახო სანაიას - ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა“ - ლევან ხაბეიშვილი

“სოლიდარობა ვახო სანაიას - ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა“ - ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, სოლიდარობას უცხადებს.

  • როგორც ხაბეიშვილი წერილში წერს, სანაიას მსგავსი “გაბედული ათასობით“ რომ იყოს, “ქართული ოცნება“ მმართველობას ჩამოშორდებოდა.

“რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, შემდეგ უდიდესი ტრაგედია დაატეხეს თავს. ახლა რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა არ ასვენებს და მუდმივად ცდილობს დაატყვეოს, პატიმრობაში ამყოფოს, მას და მის ოჯახს სიცოცხლე გაუმწაროს!

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამაცურად, ვაჟკაცურად დგას და წამით არ იხევს უკან!

სოლიდარობა ვახო სანაიას! უპირობო პატივისცემა ჩემგან!

სხვების გამკვირვებია... წარმოიდგინეთ, ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს... რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა!“, - წერს ის.