ავტორი:

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაღუპულებს შორისაა ჩვილი - არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაღუპულებს შორისაა ჩვილი - არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაღუპულებს შორის ერთი ჩვილია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ნოვა ვოდოლაგას ცენტრალურ პარკს შაჰიდის კამიკაძე დრონით დაარტყეს, როდესაც იქ ბევრი ხალხი იმყოფებოდა. პარკში ოჯახები ბავშვებთან ერთად ისვენებდნენ. დაიღუპა ეტლში მყოფი ჩვილი და ორი ქალი. სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 ბავშვი.

რუსების იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ბავშვი.