ირინა სარიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო მას სასამართლოში იბარებენ.
“აი ვინმეს რომ ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო... ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა.
სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას (პოსტის და კომენტარის სქრინს კომენტარში დავდებ).
არც ვიცი რა ვთქვა", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.