ავტორი:

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - რა ხდება ცნობილი

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - რა ხდება ცნობილი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ დედას შეატყობინა, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა. მოზარდის დედამ, ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ambebi.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-141 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვა ჩატარდა ასევე დანიშნულია ექსპერტიზა.