ავტორი:

"გვახსოვს რატის თავდადებული თამაში ეროვნული დროშის ქვეშ, გვახსოვს მისი ძალისხმევა ტრავმის მიუხედავად" - გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელი, რატი მსხვილიძე

"გვახსოვს რატის თავდადებული თამაში ეროვნული დროშის ქვეშ, გვახსოვს მისი ძალისხმევა ტრავმის მიუხედავად" - გარდაიცვალა ვეტერანი ხელბურთელი, რატი მსხვილიძე

გარდაიცვალა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი, რატი მსხვილიძე.

  • ინფორმაციას ამის შესახებ ხელბურთის ეროვნული ფედერაცია აქვეყნებს.

"საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.

რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში.

სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს", - აღნიშნულია ხელბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ვეტერან ხელბურთელ ემშვიდობებიან ქართული სპორტის ქომაგები.

"ქომაგები გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს თანავუგრძნობთ ხელბურთის სამყაროს, გულშემატკივარს და ოჯახს უდიდეს დანაკლისს.

ჩვენ გვახსოვს რატის თავდადებული თამაში ეროვნული დროშის ქვეშ, გვახსოვს მისი ძალისხმევა ტრავმის მიუხედავად და გვახსოვს მიდი უდიდესი როლი ჩვენი ნაკრების წარმატებაში", - ნათქვამია ქომაგების სამძიმრის წერილში.