ავტორი:

სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ქალიშვილს ხელი სთხოვეს - ტასო ხიზანიშვილის ნიშნობის რომანტიკული კადრები

სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ქალიშვილს ხელი სთხოვეს - ტასო ხიზანიშვილის ნიშნობის რომანტიკული კადრები

მოდელ სალომე ღვინიაშვილისა და ყოფილი ფეხბურთელის, ზურა ხიზანიშვილის, უფროსი ქალიშვილი ტასო ხიზანიშვილი დაინიშნა.

მისი რჩეული ნიკოლოზ ახვლედიანია, რომელმაც საყვარელ გოგონას ხელი რომანტიკულ გარემოში სთხოვა.

სალომე ღვინიაშვილმა ქალიშვილის ნიშნობის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მოდელი ტასოსა და ნიკოლოზ ახვლედიანის ბედნიერ დღეს მოკლე, ემოციური ფრაზით გამოეხმაურა:

„ჩემი პატარა გოგო დაინიშნა, მიყვარხარ“ - წერს სალომე ღვინიაშვილი ქალიშვილის შესახებ.

ტასო ხიზანიშვილი სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის უფროსი ქალიშვილია. მას უმცროსი და, ნიტა ხიზანიშვილი, ჰყავს, ხოლო სალომეს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, დათი აბულაძე, ჰყავს.

სალომე ღვინიაშვილი წლების განმავლობაში საუბრობდა შვილების აღზრდაზე, მათ ინტერესებსა და დამოუკიდებლობაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შვილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, თუმცა მათ აღზრდაში გარკვეულ საზღვრებსაც იცავს.