გუშინ "გლდანი მოლში" გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი, რატი მსხვილიძეა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
"საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.
რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში.
სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს", - აღნიშნულია ხელბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ჩვენ გვახსოვს რატის თავდადებული თამაში ეროვნული დროშის ქვეშ, გვახსოვს მისი ძალისხმევა ტრავმის მიუხედავად და გვახსოვს მიდი უდიდესი როლი ჩვენი ნაკრების წარმატებაში", - ნათქვამია ქომაგების სამძიმრის წერილში.