აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე “მუსლიმური ქალაქი” გახდება.
"მთელი მსოფლიო შედიოდა. როგორც იცით, პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ, მან კი - არა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე მან სოციალურ ქსელში საფრანგეთის ხელისუფლებას საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. “საფრანგეთი იწვის! ჩაკეტეთ საზღვრები და აიღეთ გააკონტროლეთ სიტუაცია”, - დაწერა ტრამპმა.