ავტორი:

ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული 34 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა გახდა მოდელის მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი: მას ახლახან შვილი შეეძინა

ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული 34 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა გახდა მოდელის მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი: მას ახლახან შვილი შეეძინა

ავსტრალიელი მოდელი საჰარა რეი, რომელსაც ჯასტინ ბიბერთან 2016 წელს ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, მისი გარდაცვალება ფენტანილის ზედოზირებას უკავშირდება.

  • გამოცემის ცნობით, რეი პარასკევს, ზედოზირების შემდეგ, სასწრაფოდ გადაიყვანეს ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში. ქალი აპარატზე შეაერთეს, თუმცა კვირას ოჯახმა რთული გადაწყვეტილება მიიღო და აპარატიდან გამორთვას დათანხმდა.

ამ დროისთვის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გამოქვეყნებული არ არის. ასევე უცნობია, ზედოზირება შემთხვევითი იყო თუ განზრახ გააკეთა.

"ის წუხელ, საავადმყოფოში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა“, - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოდელის დედამ, გრეტჩენ ბახმა, Daily Mail-თან საუბრისას აღნიშნა, რომ საჰარა საოცრად ვნებიანი და კეთილი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელსაც უყვარდა ოჯახი, მოდა, ქალიშვილი სნოუ და სერფინგი.

"მისი მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან, ისევე როგორც იმ ადამიანებისგან, ვისთანაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ურთიერთობა აკავშირებდა, უამრავ სიყვარულსა და თანადგომას ვგრძნობთ“, - განაცხადა საჰარას დედამ.

მოდელს ქალიშვილი, სნოუ რეი დოუ, იანვარში შეეძინა. ივლისში საჰარამ სოციალურ ქსელში ახალშობილ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.