აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატების პარტნიორია, თუმცა მათ შორის არანაირი ფორმალური ალიანსი არ არსებობს.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს.
ამასთან, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, კიევსა და ვაშინგტონს "გარკვეული გაგებით, დროდადრო განსხვავებული ინტერესები აქვთ“.
“მაგალითად, მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსული დიზელის ობიექტები უნდა დაბომბონ, რაც ამერიკელებისთვის ენერგომატარებლების ფასს ზრდის? - არა”, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
"თუმცა, ვფიქრობ, მათ რუსების დაბომბვა უნდა შეწყვიტონ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.