საფრანგეთის ქალაქებში დაწესებულმა მიზნობრივმა “კომენდანტის საათმა” ხელი შეუწყო იმას, რომ ღამემ მშვიდად ჩაიარა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებსა და ჟანდარმებს აღნიშნული ზომების აღსრულებისთვის და დასძინა, რომ ამაღამ "კომენდანტის საათის“ დაწესების საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ სად იქნება ეს საჭირო.
"კომენდანტის საათი“ ამოქმედდა პარიზის ცენტრის გარკვეულ ნაწილებში, მათ შორის რესპუბლიკის მოედანზე, სადაც შაბათ-კვირას მომიტინგეები იყვნენ შეკრებილები, და სავაჭრო ზონა "ლე ალში“.
შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გასულ თვეში დაიწყო: თავდაპირველად, სკოლის მოსწავლეები სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. თუმცა, მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და მასში სხვადასხვა სახის მოთხოვნები გაერთიანდა; დემონსტრაციებს კი პროფკავშირები და სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფებიც შეუერთდნენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, არეულობის დაწყების შემდეგ 2500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავდა დაახლოებით 1000 პოლიციელი.