ავტორი:

"რამდენიმე ათასი ბინაა დაუმთავრებელი, შესაძლოა, თბილისში 40-მდე ასეთი კორპუსი იყოს" - რატომ ვერ სრულდება დროულად კორპუსების მშენებლობა

"რამდენიმე ათასი ბინაა დაუმთავრებელი, შესაძლოა, თბილისში 40-მდე ასეთი კორპუსი იყოს" - რატომ ვერ სრულდება დროულად კორპუსების მშენებლობა

"ზოგი ორგანიზაცია ისეთია, გადასახადებს გადაუვადებ თუ არა, მკვდარია და მას ვერაფერი ეშველება“, - ასე აფასებს "ბიზნესპრესნიუსთან“თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, კომპანია "არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი. დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების ვადის გახანგრძლივებას.

  • შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაუსრულებელ მშენებლობებზე საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთხელ, 4 წლით გადაავადა. "საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, უძრავი ქონების მიწოდებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ვადა 2029 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება.

პროექტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა, მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული ყველა პირობა.

ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, პროცესს სიღრმისეული შესწავლა სჭირდება, რადგან მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, სხვადასხვა კომპანიაზე ინდივიდუალური გავლენა იქონიოს.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში გაჩერებული მშენებლობების განახლების პროცესი დაიწყება, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება.

"ერთ ჭურჭელში რომ მოვაქციოთ ყველაფერი, თუ რატომ არ დასრულდა ეს მშენებლობები, შეუძლებელია. ყველას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ზოგჯერ ეს არასწორი ბიზნესგეგმა იყო, ზოგჯერ - ეკონომიკური კრიზისი, ზოგჯერ კი ის, რომ მყიდველებმა თანხა ვერ შეიტანეს.

ბოლო 30 წელია, ამ ბიზნესში ვარ და სხვადასხვა მიზეზს ვხედავ. არის შემთხვევები, როდესაც დეველოპერი სულაც არ არის დამნაშავე, მაგრამ არის ისეთებიც, როცა 100%-ით დეველოპერია პასუხისმგებელი. ხშირად თანაბარი ბრალეულობაცაა და როგორც დეველოპერებს, ისე მყიდველებს აქვთ შეტანილი "წვლილი“ ამ ყველაფერში. უამრავი განსხვავებული შემთხვევაა, ამიტომ ამაზე ასე მარტივად საუბარი რთულია. განაგრძეთ კითხვა