ხვალ, 21 ოქტომბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე, წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
"აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში - რუსთაველის გამზირის N10-44, N1-31, კვალის, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, აპოლონ ქუთათელაძის, თაბუკაშვილის N30-48, N 25-53, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის, ლადო გუდიაშვილის, გრიგოლ აბაშიძის, ნატო ვაჩნაძის, ფურცელაძის, პუშკინის ქუჩა N2-10, ზაქარია ჭიჭინაძის, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, სულიკო ჟღენტის, ზაალ ქიქოძის და ბესიკის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge “ - აღნიშნულია ინფორმაციაში.