ავტორი:

გიორგი ფოცხიშვილი Dance Europe-ის წლის საუკეთესო მოცეკვავის ტიტულისთვის იბრძვის - როგორ დავუჭიროთ მხარი

გიორგი ფოცხიშვილი Dance Europe-ის წლის საუკეთესო მოცეკვავის ტიტულისთვის იბრძვის - როგორ დავუჭიროთ მხარი

შვიდი წლის ასაკში მან ცეკვის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო, თავდაპირველად კი მისი მთავარი ინტერესი ქართული ხალხური ცეკვის უკეთ დაუფლება იყო. ცამეტი წლის ასაკში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სკოლაში ჩაირიცხა. კლასიკურ ბალეტთან უფრო ახლო ურთიერთობამ თანდათან შეუცვალა პროფესიული გეგმები. მიხვდა, რომ კლასიკური ბალეტი მას ახალი ქორეოგრაფიული ფორმების, წამყვან ქორეოგრაფებთან მუშაობისა და სამსახიობო შესაძლებლობების განვითარების ფართო პერსპექტივას სთავაზობდა.

2017 წელს გიორგი ფოცხიშვილი ლონდონში, ყოფილი პრიმა-ბალერინა ელენა გლურჯიძის საზაფხულო კურსზე გაემგზავრა. სწორედ მისი რჩევით 2020 წელს იგი ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის ახალგაზრდულ დასს შეუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი უკვე მთავარი დასის წევრი გახდა.

  • როგორ მივცეთ ხმა გიორგი ფოცხიშვილს?

განაგრძეთ კითხვა