ავტორი:

"როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა?!" - რას ამბობს ძმებ ფეიქრიშვილების დედა

"როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა?!" - რას ამბობს ძმებ ფეიქრიშვილების დედა

"რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სად ვართ. როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა ციხის საკანში.", - ამის შესახებ ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა განაცხადა.

"რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სად ვართ. როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა ციხის საკანში.

ჩემმა შვილებმა დანაშაული ჩაიდინეს? კი, ბატონო, ჩასვით ციხეში, დაელოდეთ სასამართლოს, მის გადაწყვეტილებას, პატივი ეცით ქვეყანას, სასამართლოს, მაგრამ ასე ციხეში ქურდები.

თქვენ გგონიათ ვინმეს სჯერა?!

ძალიან ცუდი დადგმული სპექტაკლია, ძალიან ცუდმა რეჟისორმა დადგა, არავის სჯერა, თბილისში რომ ხელის წამორტყმაზე სამ კანონიერ ქურდს ციხეში გადაიყვანენ...

აღარ ვართ ქვეყანა? ვის მივმართო ჩემს შვილებს რამე რომ მოუვიდეს? ჩემი შვილების სიცოცხლეს თქვენც გადაჰყვებით. რატომ მიკლავთ შვილებს?!" - ამბობს ნინო აბრამიშვილი.

  • ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი "ფორმულასთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა "კაწრომ" სხვა პირებთან ერთად ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.მისივე ინფორმაციით, დაზიანებები აქვს დავითის ძმას, გოგა ფეიქრიშვილსაც, რომელმაც იმისთვის, რომ "ძმის სიცოცხლე გადაერჩინა, ვენები გადაიჭრა".

ნახეთ ასევე:

"მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა... ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს" - რას ამბობს დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი