ავტორი:

Christian Dior, Sephora, Pokémon - საფრანგეთში არეულობის დროს მოპარული ძვირადღირებული ბრენდების ნივთები ონლაინ-გვერდებზე იაფად იყიდება

Christian Dior, Sephora, Pokémon  - საფრანგეთში არეულობის დროს მოპარული ძვირადღირებული ბრენდების ნივთები ონლაინ-გვერდებზე იაფად იყიდება

ონლაინ-სავაჭრო პლატფორმებმა, მათ შორის, Vinted-მა და eBay-მ საეჭვო განცხადებების წაშლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვებგვერდები საფრანგეთში არეულობის დროს სავარაუდოდ მოპარული ნივთებით გადაივსო. ამის შესახებ Telegraph წერს.

მეორად ონლაინ-პლატფორმებზე, საფრანგეთში არეულობის შედეგად, ძვირადღირებული მაღაზიებიდან მოპარული სუნამოები, დიზაინერული ჩანთები, კოსმეტიკა და Pokémon-ის საკოლექციო ბარათებიც კი გამოჩნდა.

სოციალურ მედიაში განცხადებების სქრინშოტები ვრცელდება, რომელიც ადასტურებს, რომ ბრენდირებული ნივთები ჩვეულებრივ ღირებულებაზე გაცილებით იაფად იყიდება.

  • მაგალითისთვის, Sephora-ს კოსმეტიკით სავსე ჩანთები ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე მხოლოდ 10 ევროდ (დაახლოებით, 12 დოლარად) იყიდებოდა.

Vinted-ზე Christian Dior-ის სუნამო 250 ევროდ იყო განთავსებული. ასევე, გამოფენილი იყო Pokémon-ის საკოლექციო ბარათები, რომლებიც, სავარაუდოდ, Lille-ის მაღაზიიდან მოიპარეს. ზოგიერთ მათგანს თავდაპირველი ფასის ეტიკეტი ჯერ კიდევ ჰქონდა.

ამასთან, eBay-ზე 1250 ევროდ განთავსდა თასი, რომელიც, სავარაუდოდ, ფრანგული კიბერსპორტული კლუბიდან - Team Vitality-დან მოიპარეს. ცნობისთვის, Team Vitality-მ დაადასტურა, რომ პარიზში მდებარე მათი შტაბ-ბინა 17 ოქტომბერს არეულობის დროს გაძარცვეს. ქურდებმა ვიტრინები ჩაამსხვრიეს, თასები და კომპიუტერული ტექნიკა კი მოიპარეს. განაგრძეთ კითხვა